среда, 12 декабря 2012 г.

ვაჟა-ფშაველა

1.პროექტის სახელწოდება: ვაჟა-ფშაველა.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას,ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.
3.პროექტის აქტუალურობა:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ვიდეო და ფოტომასალა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან,სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების სემდეგ მოეწყობა ექსკურსია ჩარგალში,დაატვალიერებენ ვაჟას სახლ-მუზეუმს,გაეცნობიან ვაჟას წერილებს,გადაგებულ ფოტოებს.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ქართველი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,მოსწავლეები დაინტერესდებიან და ისწავლიან ვაჟასლექსებს.
5.მოსწავლეთა ასაკი:მე-4 კლასი.
6.ვადები-ხანგრძლივობა: 1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები,რაც სეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ღრმად ვაჟას შემოქმედებას,მათმა შესაძლოა დაწერონ ჩანახატები, ესეები, გამოუსვან კედლის გაზეთი, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,მასალის კომპიუტერულად დამუშავების,ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა,უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, საჭირო ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით, ექსკურსია, ფოტოების გადაღება მუზეუმში მოსწავლეების მიერ,მწერლის ფოტო-სურათების გამოფენა სკოლაში,ელ.ვერსიის სედგენა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
    1.პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია.
    2.ფოტო მასალების დამზადება და გაფორმება.
    3.საორიენტაციო კითხვების შედგენა.
    4.პრეზენტაცია.
    5.ექსკურსია.
10.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
     ლიტერატურაში-მოსწავლეს განუვითარდება საკომუნიკაციო უნარები: მოსმენა, წერა, კითხვა.
      ხელოვნებაში-ვაჟას შემოქმედებიდან შეასრულებენ ნახატებს.
      ისტ-ში-ისტ-ის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა,ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს,ატვირთავენ სურათებს ვებ-გალერეაში.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო ელბაქიძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nino.elbakidze72@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი(ბლოგი): nino.elbakidze72.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий