ა ნ გ ა რ ი შ ი
მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ი :
ნინო ელბაქიძე
ს კ ო ლ ა :
სსიპ ქალაქ
ქუთაისის
მე-14 საჯარო
სკოლა
პროექტის დასახელება:
ორ ზღვას შუა მოქცეული საქართველო
ორგანიზაციის დასახელება:
სსიპ ქალაქ
ქუთაისის
მე-14 საჯარო
სკოლა
პროექტის პერიოდი:
1თვე
კრედიტების რაოდენობა:
პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო ელბაქიძე
პროექტზე მუშაობის დროს განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები:
1. პროექტზე დაფუძვნებული სწავლის მთავარი კომპონენტები, უწყვეტი შეფასება, ხანგრძლივი პერიოდი აქტივობების შესასრულებლად, კავშირი რეალურ გარემოსთან და ცხოვრებისეულ მოვლენებთან.
2. აქტიური თანამშრომლობა მოსწავლეებს შორის, მოსწავლეთა ლიდერობა თემის შერჩევის, გეგმის შედგენის, განხორციელების და წარდგენის ფაზებზე .
3. ისტ-ის გამოყენება პროექტის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების პროცესში.
განვიხილეთ საკითხი - . პროექტზე დაფუძვნებული სწავლის მთავარი კომპონენტები, უწყვეტი შეფასება, ხანგრძლივი პერიოდი აქტივობების შესასრულებლად, კავშირი რეალურ გარემოსთან და ცხოვრებისეულ მოვლენებთან.
დაფუძნებული სწავლა. ეს არის მიდგომა,
რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ, მასწავლებელზე ორიენტირებულ
აქტივობებს და შევთავაზოთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც
რეალურ, ცხოვრებისეულ საკითხებს/ პრობლემებს ეხება. ამგვარი აქტივობების განხორციელება
მიზნად ისახავს მოსწავლეთა კომპეტენციების გამომუშავებას:
ა) კონკრეტულ, აქტუალურ შეკითხვაზე
პასუხის გაცემის ან ბ) კონკრეტული, აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზით. კარგად დაგეგმილი
სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება ამა თუ იმ საგნის საგანმანათლებლო სტანდარტსა
და შინაარსს.
სასწავლო პროექტს საერთო მიზნის გარშემო
გაერთიანებული მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ახორციელებენ. მეორე მხრივ, პროექტის
შეფასება ინდივიდუალიზებულია და ითვალისწინებს როგორც შესრულებული ნამუშევრის ხარისხს,
ისე თითოეული მოსწავლის წვლილს რეალიზების პროცესში.
საბოლოოდ, ამგვარი სწავლა საშუალებას
აძლევს მოსწავლეს, საკუთარი იდეები და შეხედულებები ჩამოაყალიბოს, საკუთარი პოზიციები
გამოკვეთოს და ის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც გავლენას ახდენს პროექტის შედეგსა
და სასწავლო პროცესზე.
პროექტზე დაფუძნებული სწავლის მთავარი
კომპონენტები გამოვსახე დიაგრამის სახით:
როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ
სასწავლო პროექტი იმგვარად, რომ სიღრმისეულ შემეცნებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების
დაუფლებას შეუწყოს ხელი?
სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ
ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც მოსწავლეთა
კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას
უწყობს ხელს. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქმედებისა და
შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს აქვს
რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული
მის აღწერაში.
პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები
თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად იქნება წარმოდგენილი( მაგ. წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი,
ინსცენირება, დებატი, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა. შ. ); ასევე, თუ მასში
ჩართული მოსწავლეები, მასწავლებლები და ის აუდიტორია, რომლის წინაშეც მას წარადგენენ,
შეთანხმდებიან, რომ პროექტის მიზნები მიღწეულია.
სასწავლო პროექტის
განხორციელების საფეხურები
1.
დაგეგმვა:
ამ ეტაპზე ვსაზღვრავ: რა პრობლემის მოგვარებას აპირებს სასწავლო პროექტში ჩართული ჯგუფი?
როგორ შეიძლება დავახასიათოთ პრობლემა? რა მიზანს ემსახურება პროექტი? როგორ შეიძლება
დავახასიათოთ მიზანი? როდის ჩაითვლება მიზანი მიღწეულად?
2.
მომზადება:
ამ ეტაპზე ვამზადებ ისტ და სხვა დამხმარე საშუალებებს, ვაფრთხილებ მოსწავლეებს. მაგ.:
ექსპერტი, ინტერვიუერი, მძღოლი და სხვ.
3.
განხორციელება: წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფი ვახორციელებთ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს.
შესაძლოა, რეალური სამუშაოები განსხვავდებოდეს დაგეგმილისგან, მაგრამ ეს განსხვავება(
მაგალითად, დროში, რესურსებში) დიდი არ უნდა იყოს.
4.
წარდგენა: ჯგუფ ვამზადებთ პროექტის მიმდინარეობისა დ მიღებული შედეგების ამსახველ
პრეზენტაციას. ვსაზღწარდგენის ფორმატი (MS PowerPoint ან სხვ.).
5.
შეფასება: ამ
საფეხურზე მასწავლებელი, მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის შესაბამისად, აფასებს
პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს.
სასწავლო პროექტის გეგმა ქვემოთ მოცემული ნიმუშის მიხედვით ახლდება პროექტი
თავსდება საიტზე/ბლოგზე:
1.პროექტის სახელწოდება:
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით:
3.პროექტის აქტუალურობა:
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით:
3.პროექტის აქტუალურობა:
4.პროექტის მიზნები:
5.მოსწავლეთა ასაკი:
6.ვადები-ხანგრძლივობა:
7.მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
6.ვადები-ხანგრძლივობა:
7.მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
10.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
10.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: 13.პროექტის ვებ-გვერდი(ბლოგი):
განვიხილეთ საკითხი - აქტიური თანამშრომლობა მოსწავლეებს შორის, მოსწავლეთა ლიდერობა თემის შერჩევის, გეგმის შედგენის, განხორციელების და წარდგენის ფაზებზე .
განვსაზღვრეთ სასწავლო პროექტის მთავარი იდეა. ვუპასუხეთ შკითხვას: რა
არის უმთავრესი, რასაც ისწავლიან მოსწავლეები ამ პროექტის განხორციელებისას?
როგორ განვსაზღვროთ სასწავლო პროექტის თემა?
სასწავლო პროექტის თემა შეიძლება განისაზღვროს:
ა) საინტერესო, აქტუალური შეკითხვების მიხედვით ან
ბ) რეალური, აქტუალური პრობლემის მიხედვით.
ვინაიდან სასწავლო პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი
მოსწავლეთა აქტიურობაა, თემის
განსაზღვრაში მათ თავად მიივაღებინე მონაწილეობა. ყურადღება მივაქციე, რომ
შერჩეული თემა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიმართულებებსა და
რეკომენდებული შინაარსის შეესაბამისი ყოფილიყო.
შერჩეული თემის დამუშავება ყველა მოსწავლეს ესგ-ს მიხედვით დადგენილი
შედეგების მიღწევაში უნდა დაეხმარებოდა.
გაკვეთილის თემა შეკითხვის სახით ჩამოვაყალიბე. შეკითხვის დასმა ხელს
უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს.
თემის განსაზღვრის პროცედურა შეიძლება სხვადასხვა სტრატეგიით
შესრულდეს. ქვემოთ ავღწერ იმ პროცედურას, რომელიც მე განვახორციელე კლასში:
ნაბიჯი 1: მოსწავლეებმა
გონებრივი იერიშის მეთოდით დაასახელეს მათთვის საინტერესო, აქტუალური თემები და
პრობლემები, რომლებიც დაფაზე დაიწერა. საინტერესო თემის მაგალითები: ,,დედამიწა,“
,,საქართველოს მდინარეები“ და სხვ. პრობლემური თემის მაგალითები: ,,ობოლი
ბავშვები,“ ,,ქუჩის ძაღლები“ და სხვ.
ნაბიჯი 2: ჩემი დახმარებით მოსწავლეები ირჩევენ ერთ თემას.
განვსაზღვრეთ თემის სახელწოდება: ,,ორ ზღვას შუა მდებარე საქართველო.“ ამ თემაზე
გააგრძელებენ მოსწავლეები მუშაობას.
ნაბიჯი 3: მოსწავლეებმა დააკონკრეტეს თემა და მიიღეს საბოლოო
გადწყვეტილება საპროექტო თემის შესარჩევად. როგორც წესი, თავიდან თემები ზოგადია
და ერთი პროექტის ფარგლებში მათი ამოწურვა არ არის სასურველი. ამიტომ ზოგადი თემის
შერჩევის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ მის დავიწროებას.
ვსაზღვრავ სასწავლო პროექტის მნიშვნელობა/აქტუალურობას მოსწავლეებთან
ერთად.
რით არის ეს სასწავლო პროექტი აქტუალური? როგორ შეუწყობს იგი ხელს
მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? რა ცხოვრებისეულ პრობლემებს და
ღირებულებებს შეეხება ეს პროექტი? როგორ დაეხმარება იგი მოსწავლეებს მიღებული
ცოდნის გამოყენებაში?
ვსაზღვრავ სასწავლო პროექტის მიზნებს
და შედეგებს..
რა არის მთავარი მიზანი, რომელსაც ისახავს ეს პროექტი? (ამ საკითხზე
მოსწავლეები ამახვილ;ებენ ყურადღებას).
ვსაზღვრავ:
·
რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები?
·
რომელ კონკრეტულ უნარებს განივითარებენ და რომლების გამოყენებაში გაიწაფებიან ისინი?
·
რა დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდებათ მათ?
·
ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს
სასწავლო პროექტი?
ვსაზღვრავთ შეფასების საგანს
და პროცედურებს. .
·
როგორ დავადგინო მოსწავლეთა
წარმატება?
·
რა იქნება დაკვირვებისა
და ანალიზის ობიექტი შეფასებისას (ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია,
მსჯელობა, წერითი სამუშაო და სხვ,)?
·
რა კრიტერიუმით შეფასდებიან
მოსწავლეები?
მას შემდეგ, რაც გამოვკვეთ
კრიტერიუმებს (მაგ, ისტ-ის გამოყენება, ჯგუფში თანამშრომლობა, ბიბლიოთეკის გამოყენება,
ინოვაცია...), მოსწავლეებთან ერთად შევქმნი
მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასების რუბრიკას.
წინასწარი ცოდნა
რა
იციან, ან რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ პროექტის ამოცანები წარმატებით
შეასრულონ?
ვიაზრებ
იმ ინფორმაციას და უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა შედეგების მისაღწევად. ვითვალისწინებ,
რომ პროექტის ფორმატი და შინაარსი მოსწაველთა წინასწარი ცოდნისა და უნარების შესაბამისი
იყოს, რათა დიდი მასალის დაძლევამ არ დააფრთხოს ისინი, ან ინტერესი არ დაუკარგოს მათ
მიმართ.
ძირითადი
აქტივობები და სტრატეგიები, სასწავლო
პროექტის მსვლელობა
რა
ძირითადი საფეხურებისაგან შედგება სასწავლო პროექტი?
სასწავლო
პროექტი რამდენიმე ძირითადი საფეხურის გავლას მოითხოვს:
1.
თემის შერჩევა და შესაბამისი
შეკითხვების ჩამოყალიბება;
2.
საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება
(აქ მოვახდინე კლასის დაყოფა 6 ჯგუფად, თითო ჯგუფში გაერთიანდა 5 მოსწავლე);
3.
პროექტის გეგმის შემუშავება
ჯგუფებში (პირველ ჯგუფს დაევალა მასალის მომზადება გურიაზე, მეორეს - სვანეთზე, მესამეს
- თუშეთზე და ფშავზე, მეოთხეს -ხევსურეთზე, მეხუთეს - აჭარასა და თრიალეთზე და მეექვსეს
- იმერეთზე).
4.
ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება(
ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგებზე? ვინ არიან შემსრულებლები?
ვინ, რას და როდის აკეთებს?);
5.
აქტივობების განხორციელება
(პროდუქტის მომზადება);
6.
პროდუქტის პრეზენტაცია;
7.
პროექტის შემაჯამებელი
შეფასება (მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და მასწავლებლების მიერ მოსწავლეების
შეფასების რუბრიკის მიხედვით).
აქტივობების მიხედვით ჩამოვწერ პროექტის მსვლელობის
კომპაქტურ გეგმას, რომელიც ნათლად წარმოადგენს პროცესის მიმდინარეობასა და რესურსებს.
აქ მე შევრჩერდები და უფრო ღრმად განვიხილავ,
თუ რა სახით მოვახდინე პრეზენტაცია და პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
თითოეულმა ჯგუფმა ინტერნეტიდან ამოიღო შესაბამისი
ინფორმაცია, ამობეჭდა შესაბამისი კუთხის სურათები, გაეცნო შესაბამისი კუთხის ისტორიასა
და ტრადიციებს, მოამზადა ნახატები შესაბამისს კუთხეებზე, თითოეულმა ჯგუფმა შეისწავლა
მოცემული კუთხის სიმღერები და ცეკვები. ბავშვები პროექტზე მუშაობდნენ 1 თვის განმავლობაში.
თითოელი ჯგუფი 1 თვის შემდეგ მზად იყო პრეზენტაციისთვის.
მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩამეტარებინა ქართულ ენასა და ბუნებისმცოდნეობაში, სადაც მოვახდენდით
პროექტის პრეზენტაციას. შესაბამისად ქართული ენიდან ავიღე თემა: გალაკტიონ ტაბიძის
,,მშობლიურო ჩემო მიწავ!“. ხოლო ბუნებისმცოდნეობიდან -ზღვები. რადაგან ლექსი იწყება
ასე: ,,ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო...“, ბავშვები ვასაუბრე ლექსში
ნახსენებ ორ ზღვაზე-შავ და კასპიის ზღვებზე. ბავშვებმა ინტერნეტში წინასწარ მოიპოვეს
ინფორმაცია ზღვებზე, ისაუბრეს არგონავტების შესახებაც, ხოლო ლექსის მეორე ნაწილში რადგან
საქართველოს კუთხეებზე იყო საუბარი, სწორად აქ მოახდინა თითოეულმა ჯგუფმა მისთვის მიცემული
კუთხის პრეზენტაცია. მთელი გაკვეთილის მანძილზე პროექტორით ნაჩვენები იქნა შესაბამისს
თემაზე საუბრის დროს წინასწარ მომზადებული სურათები.
გაკვეთილის ბოლოს მოხდა პროექტის შემაჯამებელი
შეფასება.
განვიხილეთ საკითხი - ისტ-ის გამოყენება პროექტის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების პროცესში.
პროექტის დაგეგმვის დროს რა მასალაა საჭირო?
რომელი წიგნებით ვისარგებლოთ? რამდენად შეესაბამება შერჩეული ტექსტები მოსწავლეთა კითხვის
უნარებს?
ხომ არ შეგვიძლია საკითხის დამუშავებაში აუდიო ან ვიდეომასალის, საინფორმაციო ტექნოლოგიების
ინტეგრირება? როგორ?
ვსაზღვრავ ტექსტებს, თვალსაჩინოებებს და სხვა
რესურსებს.
სასწავლო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი
მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიება, დამუშავება და ორგანიზებაა. ამიტომ
ვსაზღვრავ , როდის და როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ინფორმაციის ძიების პროცესში. თავდაპირველად
მათ ვუსახელებ კონკრეტულ წყაროებს და ვუთითებ, თუ სად და როგორ მოიძიონ ისინი. შემდეგ
უკვე თავად ეძებენ წყაროებს.
სასწავლო პროექტის ნიმუშები და ინსტრუქციები
იდება ბლოგზე:
პროექტის დათვალიერების შემდეგ, ვპასუხობთ კითხვებს
მცირე ჯგუფებში:
1.
რა იყო მოცემული პროექტის
მიზანი?
2.
როგორ ფიქრობთ, რომელი
მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებას შეუწყო ხელი ამ პროექტსი მონაწილეობამ?
3.
რომელი კონკრეტული ქმედებებით
მოხდა კომპეტენციების განვითარება?
4.
თქვენ რომ მოგიხდეთ მსგავსი
პროექტის განხორციელება, რას შეცვლიდით?
5.
კიდევ რომელ ისტ საშუალებების
გამოყენება შეიძლებოდა აღნიშნული პროექტის განხორციელებისას?
კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.
ОтветитьУдалить