четверг, 12 сентября 2013 г.

სსიპ ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასის (კლასის ხელმძღვანელი ნინო ელბაქიძე) მოსწავლეთა მიერ ჩატარებული ღონისძიება - პოეტური სახელწოდებით ,, ენა ქართველთა" სიმბოლო ,,ყოვლისა საქართველოჲსა" ნამდვილ დღესასწაულად იქცა მონაწილე პატარების, მათი მშობლების, პედაგოგებისა და მოწვეული სტუმრებისათვის. ლიტერატურულმა კომპოზიციამ მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. ბავშვებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს სცენაზე, ქართულ ხალხურ საკრავების თანხლებით ისმოდა პატრიოტულ მოტივზე შესრულებული სიმღერები, შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვები: ,,აჭარული,'' ,,რაჭული,'' ,მთიულური,' ',,ხორუმი,'' ,,სამაია,' ',,ქართული.''
ლიტერატურულ-მუსიკალურ წარმოდგენაზე ქართული ლიტერატურის საგანძურიდან ამოღებულ ზოგიერთ ნიმუშთან ერთად თანამედროვე ქართული პოეზიის ლექსები და პროზაული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებიც ჟღერდა.
და იყო კიდევ ერთი რამ - ერთი შეხედვით უჩვეულო, მაგრამ საოცრად ფაქიზი და დახვეწილი - მცირე ნაწილი თავად ნინო ელბაქიძის შემოქმედებისა, სადაც უხვად იყო ლექსად დაღვრილი სითბო და სიყვარული.. ყველაზე მთავარი - ბავშვებმა ნინო მასწავლებლისგან პირველ რიგში სამშობლოს, ქართული მიწის, ჩვენი ტრადიციების, ისტორიის და ერის საგანძურის პატივისცემა და სიყვარული ისწავლეს, ,,ენა, მამული და სარწმუნოება" არ დაივიწყეს და სცენაზე თავად წმინდა ნინო გააცოცხლეს.სულ ბოლოს კი ნათლად გამოჩნდა პატარების თვალით დანახული ბედნიერი მომავალი, რომელსაც ღვთისმშობლის ქვეყანა დიდი ხანია მოთმინებით ელოდება.
ღონისძიებას №33 ბაღის გამგე, მასწავლებლები და აღსაზრდელებიც ესწრებოდნენ. პატარა აღსაზრდელებს სკოლამ მცირე, მაგრამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

















Комментариев нет:

Отправить комментарий