ა ნ გ ა რ ი შ ი
მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ი :
ნინო ელბაქიძე
ს კ ო ლ ა :
სსიპ ქალაქ
ქუთაისის
მე-14 საჯარო
სკოლა
პროექტის დასახელება:
აკაკი წერეთელი
ორგანიზაციის დასახელება:
სსიპ ქალაქ
ქუთაისის
მე-14 საჯარო
სკოლა
პროექტის პერიოდი:
1თვე
კრედიტების რაოდენობა:
პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო ელბაქიძე
1. სასწავლო პროექტი.
ტრენერი: ნინო ელბაქიძე
2. თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი.
3. პროექტზე დაფუძვნებული სწავლის მთავარი კომპონენტები. უწყვეტი შეფასება, ხანგრძლივი პერიოდი აქტივობების შესასრულებლად, კავშირი რეალურ გარმოსთან და ცხოვრებისეულ
მოვლენებთან, აქტიური თანამშრომლობა მოსწავლეებს შორის ,მოსწავლეთა ლიდერობა თემის შერჩევის, გეგმის შედგენის, განხორციელების და წარდგენის ფაზებზე, ისტ-ის
გამოყენება პროექტის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების პროცესში, ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსი,
პროექტზე დაფუძნებული სწავლა.
4. პროექტს აქვს განსხვავებული
დანიშნულება, მიზანი
5. ,,მე
ვიკვლევ’’
საფეხური
1 :
მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს ამა თუ იმ საინტერესო თემას და მიმოიხილავს მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საფეხური 2:
მოსწავლეები აყალიბებენ კვლევის გეგმას.
საფეხური
3:
მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას წინა საფეხურზე შემუშავებული გეგმის მიხედვით.
საფეხური 4:
მოსწავლეები ქმნიან “მე ვიკვლევ” პროექტის ანგარიშს. ანგარიშის ტექსტი ხუთი ნაწილისაგან
შედგება. ესენია: ჩემი კვლევითი შეკითხვა, კვლევის პროცესი რა ვისწავლე, რას ნიშნავს ეს ჩემთვის გამოყენებული ლიტერატურა.
6. სასწავლო პროექტის
დაგეგმვის პროცესი, მთავარი თემა საინტერესო, აქტუალური შეკითხვის მიხედვით ან რეალური, აქტუალური პრობლემის მიხედვით .
7. მნიშვნელობა, აქტუალობა, რით არის ეს სასწავლო პროექტი აქტუალური? როგორ შეუწყობს იგი ხელს მოსწავლეებს
ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? რა ცხოვრებისეულ
პრობლემებს და ღირებულებებს
შეეხება ეს პროექტი? როგორ დაეხმარება იგი
მოსწავლეებს წინარე ცოდნის გამოყენებაში?
8. მიზნები და შედეგები. რა არის ის მთავარი მიზანი, რომელსაც ისახავს ეს პროექტი? რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები? რომელ კონკრეტულ უნარებს განივითარებენ და რომლების გამოყენებაში გაიწაფებიან მოსწავლეები? რა დამოკიდებულებები
ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს? ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს სასწავლო პროექტი ?
9. შეფასების საგანი
და პროცედურები. როგორ დავადგენ მოსწავლეთა წარმატებას? რა იქნება დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას ( ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო და სხვ.)? რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მოსწავლეები? შევქმნი მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
10.წინარე ცოდნა. რა იციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ პროექტის ამოცანები წარმატებით შეასრულონ?
11.
სასწავლო მასალა
და ტექნიკური
რესურსი.
რა მასალაა საჭირო? რომელი წიგნებით ვისარგებლებთ? რამდენად შეესაბამება შერჩეული ტექსტები მოსწავლეთა კითხვის უნარებს? ხომ არ შეგვიძლია საკითხის დამუშავებაში აუდიო ან ვიდეო-მასალის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება? როგორ?
12. სასწავლო
პროექტის მსვლელობა, თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვ(ებ)ის ჩამოყალიბება, საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება, პროექტის გეგმის შემუშავება, ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება, აქტივობების განხორციელება (პროდუქტის მომზადება), პროდუქტის პრეზენტაცია, პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
სასწავლო
პროექტი
აკაკი წერეთელი
პროექტის
მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით:
პროექტი ითვალისწინებს
ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს უდიდესი მგოსნის შესახებ.
პროექტის
აქტუალობა:
მოსწავლეები
გაეცნობიან საქართველოს უდიდესი მწერლის შესახებ არსებულ სხვადასხვა
სახის ინფორმაციას.
პროექტის
მიზნები:
პროექტის
მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისტ–ის დახმარებით
მონაცემთა შეგროვებას და პროექტის პრეზენტაციას. მოსწავლეებმა
უნდა ისწავლონ თუ როგორ გაინაწილონ ჯგუფში ფუნქციები,
როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, როგორ შეაჯერონ
მოპოვებული ინფორმაცია ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი
სრულყოფილი გამოვიდეს.
მონაწილეთა
ასაკი: 9-10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე.
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები
ისწავლიან ისტ–ის დახმარებით როგორ მოიპოვონ და
წარმოაჩინონ მასალები, გამოთქვან საკუთარი აზრი მოპოვებულ
მასალებზე. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს თემებიდან გამომდინარე. გაეცნობიან აკაკი წერეთლის ცხოვრებას,
მისი მშობლიური კუთხის იმერეთის ისტორიას, ბუნებას, წეს–ჩვეულებებს.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო,
წიგნები, უფროსები, ინტერნეტიდან ამოღებული მასალები. კომპიუტერი,
პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია.
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასი
გავყავი ჯგუფებად. ავირჩიე ლიდერი, თითოეულ ჯგუფს
გავუნაწილე დავალება მოიძიონ ყველა ის მასალა, რომელიც კავშირშია
აკაკი წერეთელთან.
I ჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას აკაკის
ბიოგრაფიის შესახებ.
II ჯგუფი: მოიპოვებს
ინფორმაციას იმერეთის შესახებ.
III ჯგუფი:
მოიპოვებს ინფორმაციას ქუთაისის
პირველი სკოლის (ადრინდელი გიმნაზიის შესახებ).
სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციებს.
პრეზენტაცია
მოხდება სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში. ბავშვები მოინახულებენ სავანესაც,
სადაც გაიზარდა პატარა აკაკი.
სასწავლო პროექტს საერთო მიზნის გარშემო
გაერთიანებული მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ახორციელებენ. მეორე მხრივ, პროექტის
შეფასება ინდივიდუალიზებულია და ითვალისწინებს როგორც შესრულებული ნამუშევრის ხარისხს,
ისე თითოეული მოსწავლის წვლილს რეალიზების პროცესში.
საბოლოოდ, ამგვარი სწავლა საშუალებას
აძლევს მოსწავლეს, საკუთარი იდეები და შეხედულებები ჩამოაყალიბოს, საკუთარი პოზიციები
გამოკვეთოს და ის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც გავლენას ახდენს პროექტის შედეგსა
და სასწავლო პროცესზე.
სასწავლო პროექტი არის კონკრეტული
პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო,
რომელიც მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების
განვითარებას უწყობს ხელს. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული
ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ
პროექტს აქვს რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ
არის განსაზღვრული მის აღწერაში.
პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები
თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად იქნება წარმოდგენილი( მაგ. წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი,
ინსცენირება, დებატი, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა. შ. ); ასევე, თუ მასში
ჩართული მოსწავლეები, მასწავლებლები და ის აუდიტორია, რომლის წინაშეც მას წარადგენენ,
შეთანხმდებიან, რომ პროექტის მიზნები მიღწეულია.
ვსაზღვრავ ტექსტებს, თვალსაჩინოებებს და სხვა
რესურსებს.
სასწავლო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი
მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიება, დამუშავება და ორგანიზებაა. ამიტომ
ვსაზღვრავ , როდის და როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ინფორმაციის ძიების პროცესში. თავდაპირველად
მათ ვუსახელებ კონკრეტულ წყაროებს და ვუთითებ, თუ სად და როგორ მოიძიონ ისინი. შემდეგ
უკვე თავად ეძებენ წყაროებს.
სასწავლო პროექტის ნიმუშები და ინსტრუქციები
იდება ბლოგზე:
პროექტის დათვალიერების შემდეგ, ვპასუხობთ კითხვებს
მცირე ჯგუფებში:
1.
რა იყო მოცემული პროექტის
მიზანი?
2.
როგორ ფიქრობთ, რომელი
მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებას შეუწყო ხელი ამ პროექტსი მონაწილეობამ?
3.
რომელი კონკრეტული ქმედებებით
მოხდა კომპეტენციების განვითარება?
4.
თქვენ რომ მოგიხდეთ მსგავსი
პროექტის განხორციელება, რას შეცვლიდით?
5.
კიდევ რომელ ისტ საშუალებების
გამოყენება შეიძლებოდა აღნიშნული პროექტის განხორციელებისას?
Комментариев нет:
Отправить комментарий