четверг, 12 сентября 2013 г.

გაკვეთილი-პროექტი

სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის IV ბ კლასში 2013 წლის 22 მაისს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმცოდნეობაში. (მასწავლებელი ნინო ელბაქიძე). თითოეულმა ჯგუფმა ინტერნეტიდან ამოიღო შესაბამისი ინფორმაცია, ამობეჭდა შესაბამისი კუთხის სურათები, გაეცნო შესაბამისი კუთხის სურათები, გაეცნო შესაბამისი კუთხის ისტორიასა და ტრადიციებს, მოამზადა ნახატები შესაბამისს კუთხეებზე, თითოეულმა ჯგუფმა შეისწავლა მოცემული კუთხის სიმღერები და ცეკვები. ბავშვები პროექტზე მუშაობდნენ 1 თვის განმავლობაში. თითოეული ჯგუფი 1 თვის შემდეგ მზად იყო პრეზენტაციისთვის. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია. შესაბამისად ქართული ენიდან ავიღეთ თემა: გალაკტიონ ტაბიძის ,,მშობლიურო ჩემო მიწავ!"; ხოლო ბუნებისმცოდნეობიდან - ზღვები... ბავშვებმა ისაუბრეს შავ და კასპიის ზღვებზე, ისაუბრეს არგონავტების შესახებ, ხოლო ლექსის მეორე ნაწილში რადგან საქართველოს კუთხეებზე იყო საუბარი, სწორად აქ მოახდინა თითოეულმა ჯგუფმა მისთვის მიცემული კუთხის პრეზენტაცია. მთელი გაკვეთილის მანძილზე პროექტორით ნაჩვენები იქნა შესაბამისს თემაზე საუბრის დროს წინასწარ მომზადებული სურათები.
გაკვეთილის ბოლოს მოხდა პროექტის შემაჯამებელი შეფასება.



















Комментариев нет:

Отправить комментарий